01:37 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-04 13:03:25, 1128 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ფაშინიანს: გარშემო რთული ვითარებაა, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის მეტად გაღრმავება

სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქართული ოცნების მთავრობასა და სომხეთის მთავრობას შორის ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც კობახიძემ თქვა, "გარშემო საკმაოდ რთული ვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება".

"ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და მითუმეტეს, ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის და ამას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დამყარებულია საქართველო-სომხეთს შორის.

ძალიან მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონე თანამშრომლობის, თუმცა არსებობს, ბუნებრივია, მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს.

მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს გადავუხადო მადლობა ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, პატივისცემისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - თქვა კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics