|
2026-03-03 12:21:53, 1727 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთი დაბომბეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სამხრეთ ლიბანში შევიდნენ და საზღვართან პოზიციები დაიკავეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის ოფისის ცნობით, შეტევის დაწყების გადაწყვეტილება ებრაული სახელმწიფოს ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული. შეტევის დაწყებამდე ისრაელის სამხედროებმა სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანის 50 ქალაქის მაცხოვრებლებს ქვეყნის უფრო უსაფრთხო რაიონებში ევაკუაციისკენ მოუწოდა. „მიზანმიმართული დარტყმები ხორციელდება ჰეზბოლას ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. სამშაბათს დილით ისრაელის თვითმფრინავებმა ლიბანის დედაქალაქში რამდენიმე სამიზნეს შეუტიეს. სამხედროების ცნობით, მთავარი სამიზნეები ჰეზბოლას სამეთაურო ცენტრები და იარაღის საწყობები იყო ბეირუთში. საპასუხოდ, ჯგუფმა ისრაელის სამხედრო ბაზაზე რამდენიმე დრონი გაუშვა, მაგრამ ისრაელის საჰაერო თავდაცვამ მათი ჩამოგდება მოახერხა. 2 მარტის ღამეს ჰეზბოლას მებრძოლებმა ჩრდილოეთ ისრაელს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს. იტყობინებოდნენ, რომ ეს ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხოდ მოხდა. ისრაელმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებსა და სამხრეთ ლიბანზე დარტყმებით უპასუხა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საპასუხო ქმედებების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაიჭრა. სამშაბათს დილით ჰეზბოლამ განაცხადა, რომ „კონფრონტაცია ლეგიტიმური უფლებაა“ და რომ რაკეტების გაშვება „ისრაელის აგრესიაზე პასუხი“ იყო.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)