19:35 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-28 18:13:37, 11024 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: დიქტატურები უნდა დასრულდეს

დიქტატურები უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი ირანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

„ომის დაწყება არასდროს მახარებს, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ მოიტყუა, მოლაპარაკებები სასაცილოდ აიგდო და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ხალხი მოკლა და აწამა. დიქტატურები უნდა დასრულდეს! მხარდაჭერა ირანელ ხალხს!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

28 თებერვლის დილით, შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ დაიწყო. ისრაელიც მონაწილეობს კამპანიაში (ოპერაცია „მბრდღვინავი ლომი“). ჯარებმა მასშტაბური დარტყმები განახორციელეს ირანის ქალაქებში - ისპაჰანში, ყუმში, კარაჯსა და ქერმანშაჰში, ასევე თეირანში - სამიზნეებზე. ამერიკული და ისრაელური მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ თავდასხმის სამიზნე, სხვა ადამიანებთან ერთად, უმაღლესი აიათოლები და ირანის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics