19:36 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-28 18:08:02, 10890 ნახვა

კომენტარი
ვოლოდიმირ ზელენსკი: სამართლიანია, რომ მიეცეს ირანელ ხალხს შანსი თავიდან მოიცილოს ტერორისტული რეჟიმი

"სამართლიანია, რომ მიეცეს ირანელ ხალხს შანსი თავიდან მოიცილოს ტერორისტული რეჟიმი და უზრუნველჰყოს უსაფრთხოება ყველა ერისთვის, რომლებმაც ტანჯვა გამოიარეს  ირანიდან მომდინარე ტერორიზმის გამო." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული ომის გაფართოება.

 " სამართლიანია, რომ მიეცეს ირანელ ხალხს შანსი თავიდან მოიცილოს ტერორისტული რეჟიმი და უზრუნველჰყოს უსაფრთხოება ყველა ერისთვის, რომლებმაც ტანჯვა გამოიარეს  ირანიდან მომდინარე ტერორიზმის გამო.ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი და უკრაინამ არაერთხელ ისაუბრა ამის შესახებ, მათ შორის ბოლო დროს. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ ომის გაფართოება. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები იყოს მტკიცე. და როდესაც ამერიკა მტკიცეა, გლობალური დამნაშავეები სუსტდებიან." - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

28 თებერვლის დილით, შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ დაიწყო. ისრაელიც მონაწილეობს კამპანიაში (ოპერაცია „მბრდღვინავი ლომი“). ჯარებმა მასშტაბური დარტყმები განახორციელეს ირანის ქალაქებში - ისპაჰანში, ყუმში, კარაჯსა და ქერმანშაჰში, ასევე თეირანში - სამიზნეებზე. ამერიკული და ისრაელური მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ თავდასხმის სამიზნე, სხვა ადამიანებთან ერთად, უმაღლესი აიათოლები და ირანის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics