|
2026-02-27 22:48:58, 2143 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ზოგჯერ ძალის გამოყენება აუცილებელია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, გამოიყენოს თუ არა სამხედრო ძალა ირანის წინააღმდეგ და უკმაყოფილება გამოთქვა თეირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის გამო. ეს ტრამპმა ჟურნალისტებს ტეხასში გამგზავრებამდე განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან ახალი მოლაპარაკებების შესახებ პარასკევს, 27 თებერვალს, განაცხადა. ამავდროულად, ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ და განაცხადა, რომ თეირანი მათ არ აძლევს იმას, რაც მათ სჭირდებათ - ბირთვული პროგრამის მიტოვებას. „ჩვენ ჯერ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ ბოლომდე კმაყოფილი არ ვართ იმით, თუ როგორ აწარმოებენ ისინი მოლაპარაკებებს. მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა და ჩვენ არ ვართ აღფრთოვანებულები იმით, თუ როგორ აწარმოებენ ისინი მოლაპარაკებებს“, - თქვა მან. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ სურს სამხედრო ძალის გამოყენება, მაგრამ ზოგჯერ ეს უწევს. „მშვენიერი იქნებოდა, თუ ისინი კეთილი ნებით მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. კარგი იქნებოდა, თუ სამხედროების გარეშე გავძლებდით, მაგრამ ზოგჯერ ეს მათი დახმარებით უნდა გააკეთოთ“, - თქვა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის 26 თებერვალს ჟენევაში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი მინიშნება ჩნდება იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა, რაც, სავარაუდოდ, ისრაელის მონაწილეობით მოხდება. 27 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უსაფრთხოების რისკების გამო ისრაელში არასაჭირო საელჩოს პერსონალის ევაკუაციის შესახებ განაცხადა. რიგმა ქვეყანამ ასევე მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ისრაელში მოგზაურობისგან.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)