|
2026-02-25 11:49:22, 12533 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - დღეს აღარაფრად ფასობს დიდ ბრიტანეთში არც მედიის თავისუფლება და არც ადამიანის ძირითადი უფლებები
ამ სანქციებს ალბათ განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება, უბრალოდ ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში და ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიების - „იმედი" და „პოსტივი" დასანქცირებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს აღარაფრად ფასობს დიდ ბრიტანეთში არც მედიის თავისუფლება და არც ადამიანის ძირითადი უფლებები. "არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც, თავის დროზე, მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ და სამართლიანად. სწორედ ინგლისში იწყება ადამიანის უფლებების ისტორია და დღეს აღარაფრად ფასობს ამ ქვეყანაში არც მედიის თავისუფლება, არც ადამიანის ძირითადი უფლებები. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, ბრიტანული ბიუროკრატია, რაც არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. არასერიოზულია, სამარცხვინოა, ეს არის მოკლე კომენტარი, რაც შეიძლება გავაკეთო,"- განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიის თავისუფლებაზე ქვეყანაში ხელისუფლება აგებს პასუხს. „მე მახსოვს, 2007 წელსაც ძალიან ბევრ ადამიანს უხაროდა, „ნაცებს" უხაროდათ, როდესაც შეილახა მაშინაც „იმედისთვის" მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, მაშინაც იყო უამრავი აჟიტირებული ადამიანი. დღეს, იგივე ადამიანები არიან აჟიტირებულები თუმცა, თუ მაშინ ეფექტური იყო „იმედის" უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში, ეს არის აბსოლუტურად ფუჭი მცდელობა, რომ შეიზღუდოს „იმედისთვის" მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე. 2012 წლამდე, ამ ქვეყანაში შელახული იყო ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, შელახული იყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, სრული მონოპოლია იყო ჩამოყალიბებული და 2012 წელს, სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ არავის შევალახვინებთ ამ ძირითად უფლებას. დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია იმედში, ისე ტელეკომპანია „პოსტივიში", ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არც ერთ ჟურნალისტს, არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს,"- აღნიშნა პრემიერმა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)