|
2026-02-21 10:22:33, 12275 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოში ცნობილი იტალიელი დიზაინერისა და მეწარმის 20 წლის შვილი თხილამურებით სრიალისას, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა
ცნობილი იტალიელი დიზაინერისა და მეწარმის ლუკა ბალარინის შვილი საქართველოში თხილამურებით სრიალისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, 20 წლის პიეტრო ბალარინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მამამ, ლუკა ბალარინმა დაადასტურა. ლუკას ბალარინი Torino Stratosferica-სა და Utopian Hours-ის დამფუძნებლია. „პიეტრო ბედნიერი გარდაიცვალა, აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარდა: მთაში, გაუკვალავ თოვლში სრიალებდა... ეს ხდება ფილმებში, ხდება რომანებში და ხდება რეალურ ცხოვრებაშიც. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ ის ბედნიერი წავიდა. შენ იყავი საუკეთესო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობდი, ჩემო სათაყვანებელო შვილო. ეს ჩვენი ბოლო ფოტოა ერთად, იმ მრავალი მშვენიერი და ჰარმონიული მომენტიდან ერთ-ერთი. მადლობა, იმ სიყვარულისთვის, რომელიც მომეცი და ყველაფრისთვის, რაც მასწავლე“. - დაწერა დიზაინერმა სოციალურ ქსელში. საქართველოში საკონსულო საკითხების მოსაგვარელბად გარდაცვლილის დედა იმყოფება. გამოცემა "ლა სტამბას" ინფორმაციით, პიეტრო ბალარინი სამშაბათს ოროპას საკურთხეველში, დაკრძალავენ სადაც მისი ბებია და ბაბუა, განისვენებენ. ოროპას ეკლესია ოჯახის აკლდამად ითვლება.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)