|
2026-02-20 14:49:26, 896 ნახვა
პოლიტიკა
POG: საპროცესოზე ვისაუბრებთ მათთან, ვინც მოგვმართავს თხოვნით, გულწრფელად მოინანიებს
პროკურატურა განცხადებით ეხმაურება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კონსტანტინე კოკაიას წერილს, სადაც ის ამბობს, რომ ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება შესთავაზა, რაზეც უარს ამბობს. ამის პასუხად პროკურატურა ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც - "თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას". "სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა, რაზეც განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას", - ვკითხულობთ განცხადებაში. კონსტანტინე კოკაიამ წერილში დაწერა, რომ ბრალდების მხარემ აღიარების სანაცვლოდ ერთი წლის მოხდის შემდეგ ერთწლიანი პირობითი სასჯელით გათავისუფლება შესთავაზა, რაზეც მისივე თქმით, უარი თქვა. "როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდების მხარე მთავაზობს საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობებით - ერთი წელი ციხე, ერთი წელი პირობითი. არ ჩამიდენია არანაირი დანაშაული, თავს არ ვთვლი დამნაშავედ, დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი სასამართლო გამამართლებს. რაიმე სახის კანონი არ დამირღვევია და ჩემი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ვთვლი, რომ ვარ პოლიტპატიმარი, რეჟიმის პირდაპირი დაკვეთაა ჩემი პატიმრობაში ყოფნა, დანაშაული არ ჩამიდენია და მთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას, მაშინ როდესაც არაფერი დამიშავებია. ვარ 75 წლის 5 შუნტით და ოთხი სტენდით. მაქვს უმძიმესი ქრონიკული გულსისხლძარაღვთა დაავადება და არც სასამართლო და არც პროკურატურა არც ერთჯერზე არ დაინტერესებულან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ პირობებში მამყოფებენ ციხეში. ჩემი პოზიცია, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, უცვლელია. დაკავების დღიდან დღემდე უარს ვამბობ საპროცესო შეთანხმებაზე და არ ვაპირებ იმის დაბრალებას, რაც არ ჩამიდენია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სასამართლოს პირობებში ვერ ვიპოვი საკუთარ სიმართლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან, ჩემს ოჯახთან და ქვეყანასთან. სწორედ ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი", - აცხადებს ის წერილში. 2025 წლის 9 ოქტომბერს ქართული ოცნების პროკურატურამ კონსტანტინე კოკაიას 4 ოქტომბრის პრეზიდენტის სასახლის ღობის დაზიანების საქმეზე ბრალდება წარუდგინა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)