|
2026-02-19 14:57:36, 680 ნახვა
პოლიტიკა
WSJ: აშშ-ის ძალების გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მასშტაბურია ერაყში ომის შემდეგ
The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ-ის საჰაერო ძალების გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მასშტაბურია 2003 წელს ერაყში ომის დაწყების შემდეგ. კერძოდ, WSJ წერს, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უკვე გაგზავნა დიდი რაოდენობით ავიაგამანადგურებლები და მათი დამხმარე თვითმფრინავები. ფრენების ონლაინ მონაცემების და აშშ-ის წარმომადგენლების ინფორმაციის მიხედვით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით უახლესი F-35 და F-22 გამანადგურებლები გადაიყვანა. ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ახლო აღმოსავლეთში იგზავნება მეორე ავიამზიდი, რომელიც თავდასხმისთვის განკუთვნილი და ელექტრონული საბრძოლო თვითმფრინავებითაა დატვირთული. ამასთან ერთად, ირანისკენ მიემართებიან სამეთაურო და საკონტროლო თვითმფრინავები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი საჰაერო კამპანიების ორგანიზებისთვის. აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენლის თანახმად, აშშ-ს ამჟამად ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში პოტენციური ოპერაციის მხარდასაჭერად 13 გემი ჰყავს მობილიზებული, ასევე, ავიამზიდი USS Abraham Lincoln და ცხრა გამანადგურებელი, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დაცვა შეუძლიათ. ამასთან, CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან ირანს ამ შაბათ-კვირას დაესხან თავს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პარალელურად, ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავს. OSINT ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების აქტიურობა მაღალია, როგორც აშშ-ს ისე ევროპის საჰაერო სივრცეში. ამასთან, ირანელი ოფიციალური პირი The Wall Street Journal-თან საუბარში ამბობენ, რომ მიუხედავად აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელებისა, თეირანი მუშაობს, რომ ვაშინგტონთან არსებული უთანხმოება, შესაძლოა, ვერ გადაილახოს და ეს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)