|
2026-02-18 16:11:20, 1193 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება “შეხვედრები ბიზნესთან” გაიმართა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ საქართველოს ეკონომიკის უახლესი კვლევა გააცნო, ხოლო EBRD-ის კონსულტაციების პროგრამის მენეჯერმა, სევერიან ღვინეფაძემ თანადაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე ბიზნესებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს ბანკის იმ პროდუქტებსა თუ ციფრულ გადაწყვეტებს გასცნობოდნენ, რომელსაც ბანკი მათ საოპერაციო პროცესების გასამარტივებლად სთავაზობს. პარტნიორმა კომპანიებმა - ALTIDO-მ, DASTAFE-მ და GEC Business-მა კი ბიზნესებს საკუთარი მომსახურებები და სპეციალური შეთავაზებები წარუდგინეს. „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი, როგორც ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორის, მიზანია ხელი შევუწყოთ მათ ზრდასა და განვითარებას, ხოლო ოპერაციული პროცესების გამარტივებით დაზოგონ დრო და რესურსი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“, სადაც მათ შესაძლებლობას ვაძლევთ გაეცნონ ბაზრის ტენდენციებს, მიიღონ ინფორმაცია თანადაფინანსების შესაძლებლობებზე და ბანკის სერვისებსა და ციფრულ პროდუქტებზე. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, თორნიკე კუპრაშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)