07:42 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-17 21:34:16, 953 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი საქართველოს „შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად მიიჩნევს

რუსეთი საქართველოს „შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად მიიჩნევს. რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა (NIIRC, რომელიც ყოფილი საბჭოთა და რუსი დაზვერვის ოფიცრებით არის დაკომპლექტებული) გამოაქვეყნა „პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კომუნიკაციის რეჟიმების მეგობრულობის“ 2025 წლის რეიტინგი.

2024 წელს საქართველოს რეიტინგი 12-დან 15 ქულამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს ქვეყანამ 19.4 ქულა დააგროვა, რაც მას „შედარებით მეგობრული/არამეგობრული კომუნიკაციის რეჟიმების“ კატეგორიაში ათავსებს.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები არც ალიანსი და არც „ღია განხეთქილებაა“. ისინი პრაგმატული, „მართვადი“ სამეზობლოა, რომელიც ამ ეტაპზე „არ ცვლის საქართველოს სტრატეგიულად პროდასავლურ (თუმცა ევროკავშირთან კონფლიქტურ) ორიენტაციას“.

რუსი ექსპერტები საქართველოს „გაუმჯობესებას“ ეკონომიკურ საკითხებზე კომუნიკაციას და რუსეთის, ეთნიკური რუსების და რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულებას, ასევე მედიასთან კომუნიკაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის უმნიშვნელო ზრდას მიაწერენ.

თუმცა, რუსმა მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებით „მიუღებელი“ პოზიციები აქვს და აღნიშნეს, რომ ქვეყანა კვლავ ეკონომიკურ პარტნიორად რჩება „რიგ ძირითად სფეროებში და არ წარმოადგენს ოპოზიციურ ან რისკის შემქმნელ ჰუმანიტარულ ფაქტორს“.

მაქსიმალური შეფასების ქულა 100-ია. საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - ცხინვალის რეგიონი (95.9 ქულა) და აფხაზეთი (90.5 ქულა) - რუსეთისთვის ყველაზე „მეგობრულ“ ქვეყნებად დასახელდნენ.

შემდეგ მოდიან ბელარუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნები - სომხეთი (49.8 ქულა) და აზერბაიჯანი (48.4 ქულა) - კვლავ რუსეთის „მეგობრებად“ ითვლებიან, დასავლეთისკენ გადახრის მიუხედავად.

მოლდოვა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა, რომლებმაც 100-დან 99 ქულა მიიღეს, „არამეგობრულად“ ითვლებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics