|
2026-02-17 12:22:05, 749 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: თბილისის ანძას განათებაზე ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუმართავს. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, უშუალოდ ანძის განათება ამა თუ იმ ქვეყნის დროშის ფერებში, ხდება მაშინ, როდესაც თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართავენ. „თბილისის სატელევიზიო ანძის განათება ხდება ასე - ამა თუ იმ ქვეყნის საელჩოდან მოგვართავენ ოფიციალური წერილით და მუნიციპალიტეტი ანათებს მათი ქვეყნის დროშის შესაბამის ფერებში. დამოუკიდებლად ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. არ ყოფილა მომართვა მათი მხრიდან, შესაბამისად, არ გაგვინათებია“, - განმარტა დედაქალაქის მერმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მმართველი ხელისუფლების წევრების არყოფნა ხომ არ უკავშირდება კრიტიკულ განცხადებებს, კახა კალაძის თქმით: „კრიტიკულ განცხადებებს კი არ ვაკეთებთ მათი მისამართით, ჩვენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კონსტიტუციას ვიცავთ და პასუხს ვცემთ მათ, ვინც არასამართლიანად ეპყრობა საქართველოს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება ოფიციალურ მიღებას, მე არ ვიცი როდის იყო მათი დამოუკიდებლობის დღე. მე პირადად არანაირი მოსაწვევი არ მიმიღია და რომ მივეწვიე მათ, მივიდოდი. რა პრობლემა იქნებოდა?! არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)