|
2016-03-29 20:02:11, 1637 ნახვა
რეგიონი
გურიაში ყოფილმა პატიმარმა ქალებმა ბიზნეს იდეების განხორციელება დაიწყეს
იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ბიზნეს ინიციატივების კონკურსში გამარჯვებულ ყოფილ პატიმრებს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე გურიის რეგიონში შეხვდა. ბენეფიციარებმა - მანანა სიხარულიძემ და ნინო ტორონჯაძემ, საკუთარი მეურნეობის გაფართოება საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ შეძლეს. მათი ბიზნესიდეა მესაქონლეობა-მებაღეობას უკავშირდება. მანანა სიხარულიძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობს. გრანტის სახით მიღებული 3 ათასი ლარით შეიძინა ძროხა და მებაღეობისთვის აუცილებელი მასალები. მან ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“ ჩართვის შემდეგ შეძლო, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მან პროგრამის ფარგლებში გაიარა სხვადასხვა შინაარსის ტრეინგი და მოუგვარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამავე პროგრამის ბენეფიციარია ნინო ტორონჯაძე, რომელიც ლანჩხუთში ცხოვრობს. მისი ბიზნეს იდეაც მესაქონლეობის გაფართოებას უკავშირდება. ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ მიიღო 2 ათასი ლარი. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ირაკლი ხელაძემ ორივე ბენეფიციარის მეურნეობა დაათვალიერა და მათი საქმიანობით დაინტერესდა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, 2013-2016 წლებში, ქვეყნის მასშტაბითსულ 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნეს იდეა დაფინანსდა. ეს პროექტები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესი დეის განხორციელება. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების ბიზნეს ინიციატივების მიმიმართულებით იყოფა: სოფლისმეურნეობა, წარმოებადამომსახურება. უახლოეს ხანში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტები კიდევ 149 ათასი ლარით დაფინანსდება. 100 ათასი ლარი აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ყოფილ პატიმრებზე განაწილდება, 49 ათასი კი დასავლეთ საქართველოში. პროექტის სახელწოდებაა - „ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა". ინდივიდუალური ბიზნეს ინიციატივები 500-დან 5 ათასი ლარის ოდენობით ფინანსდება. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამა სსსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
კობახიძე - არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)