09:56 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 11:31:01, 799 ნახვა

პოლიტიკა
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 80 უცხოელი გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

უწყების ცნობით, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. 

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,  ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქმენეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ისრაელის, ერაყის, იორდანიის, ნეპალის, კოტ-დივუარის, სუდანის, ტაჯიკეთის, ფილიპინებისა და შრი-ლანკის - ჯამში 80 მოქალაქე." - წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics