|
2026-02-09 20:14:06, 952 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შეთანხმება გააფორმეს
აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას სომხური მედია Armenpress ავრცელებს. შეთანხმებას ერევანში მოაწერეს ხელი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც სომხეთში დღეს ჩაფრინდა. შეთანხმებისთვის ხელის მოწერამდე ნიკოლ ფაშინიანსა და ჯეი დი ვენსს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ძალიან ამაყობს" სომხეთთან პარტნიორობით. რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანს, პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ "ეს შეთანხმება გახსნის ახალ ფურცელს სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებაში და ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგორესურსების დივერსიფიკაციას უსაფრთხო და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით". გარდა ამისა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოხატა მადლიერება აშშ-ის მიერ სომხეთისთვის წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის ბირთვული უსაფრთხოების სფეროში და გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისთვის იმ მიმართულებებით, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. სომხეთის შემდეგ, ჯეი დი ვენსს აზერბაიჯანში ვიზიტი აქვს დაგეგმილი. Euronews წერს, რომ ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ხაზს უსვამს აშშ-ის ყურადღებას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის პროცესისა და "დონალდ ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისთვისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) პროექტის მიზნების მიმართ. ამასთან, Euronews წერს, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურას რეგიონში TRIPP-ის მეშვეობით, თუმცა აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, წარმატებისთვის აუცილებელი იქნება ძლიერი მმართველობა და მჭიდრო ტრანსატლანტიკური კოორდინაცია. 2026 წლის 21 იანვარს აზერბაიჯანი და სომხეთი - ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების მოთხოვნას დათანხმდნენ.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)