|
2026-02-09 10:56:57, 906 ნახვა
საზოგადოება
მედია: ინდოეთმა კონტრაბანდის ბრალდებით 3 ტანკერი დააკავა, რომლებიც ირანთანაა დაკავშირებული
ინდოეთის სანაპირო დაცვის მიხედვით, კონტრაბანდის ბრალდებით არაბეთის ზღვაში სამი ნავთობის გადამზიდი ტანკერი დააკავეს. ამავდროულად, ირანული მედია და ტანკერების მონიტორინგის სერვისი, TankerTrackers აცხადებს, რომ დაკავებული ხომალდები ირანთან არის დაკავშირებული. ინდოეთის სანაპირო დაცვის განცხადების თანახმად, ნავთობის გადაზიდვის უკანონო საერთაშორისო ქსელის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში "თვალთვალისა და კანონზომიერებების ინფორმაციის ანალიზის" შემდეგ ქალაქ მუმბაიდან დაახლოებით 100 საზღვაო მილის დაშორებით 3 ხომალდი დააკავეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემებს კონფლიქტური რეგიონებიდან იაფი ნავთობი გადაჰქონდათ და სანაპირო სახელმწიფოებში განბაჟებას თავს არიდებდნენ. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტრონული შემოწმებისა და დაკითხვის შემდეგ სანაპირო დაცვამ ქსელის მეთოდები და "გლობალურ ქსელთან" კავშირი გამოავლინა. ინდური მხარის განცხადებაში ირანი ან სანქციების დარღვევა ნახსენები არ არის. თუმცა, ტანკერების მონიტორინგის ფირმა, TankerTrackers აცხადებს, რომ დაკავებული სამი ხომალდებია AL JAFZIA, ASHPALT STAR და STELLAR RUBY, რომელთა წინააღმდეგ აშშ-ს სანქციები არის დაწესებული. ფირმის მიხედვით, STELLAR RUBY ირანის დროშის ქვეშ დაცურავდა. ამასთან, ირანული მედია ასევე წერს, რომ დაკავებული სამი ტანკერი ირანთან არის დაკავშირებული და 2025 წლის შემდეგ აშშ-ს მიერ არის სანქცირებული.
დრონებმა რუსეთის ვოლგოგრადისა და სამარის რეგიონებს შეუტიეს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებლებმა ლიეტუვის საზღვრის დარღვევის გამო დრონი ჩამოაგდეს
FT: პუტინს არ სურს ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის დადება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)