|
2026-02-07 11:54:45, 810 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე უკმაყოფილოა იმით რომ გამოცემა პუბლიკამ ევროკავშირის ჯილდო მიიღო
„პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის ის დაბალი სტანდარტი, რომლითაც მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია. „პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის. ეს არის ის დაბალი სტანდარტი, რომლითაც მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელშიც თავი ჩაიყენა ევროპულმა ბიუროკრატიამ იმის გამო, რომ მთლიანად დათმეს სუვერენიტეტი", - განაცხადა კობახიძემ. კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2025″ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია 6 თებერვალს გაიმართა. ონლაინგამოცემა „პუბლიკამ” ევროკავშირის 3 პრიზი მოიგო. „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” 2025-ის გამარჯვებულები შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ: საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში – ნინო თარხნიშვილი, „რადიო თავისუფლება”. საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში – ბასტი მგალობლიშვილი, „პუბლიკა” საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი – „სტუდია მონიტორი“ საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – მინდია გაბაძე, „პუბლიკა”. ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – თამუნა ჩქარეული, პროექტი 64. საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – ნათია ლევერაშვილი, „პუბლიკა”. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში – არსენ სეფისკვერაძე, „მედსკრიპტუმი”. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში.
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)