10:59 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 21:00:17, 1013 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი რუხაძე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არასდროს ყოფილა თვითმიზანი

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არასდროს ყოფილა თვითმიზანი.

„თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებაში მარტივი გადაწყვეტილება იყო. როგორ შეიძლება ამ ორი პარტიის შედარება ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, სასჯელაღსრულების სისტემა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა, ამ თავისუფლებასა და მშვიდობაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა, განათლების სისტემა და ა.შ.?! პარტიები, რომელთა ლიდერებმა საკუთარი მოსახლეობის თითქმის 10% აუტანელ ციხის პირობებში ჩასვეს, ვერ შეძლებენ ქვეყნის ხელახლა მართვას“.- წერს რუხაძე.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ეს მიზნები ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მიღწეულია. ის ხაზს უსვამს, რომ „ტელევიზია ჩვენთვის, როგორც ბიზნეს ჯგუფისთვის, ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს“, არამედ „დამატებით სირთულეებს გვიქმნის და ჩვენს ძირითად ბიზნესს აზიანებს“.

ამიტომ, რუხაძე აცხადებს, რომ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, მან მიიღო გადაწყვეტილება, „დაემშვიდობებინა „იმედი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics