|
2026-02-05 19:15:35, 721 ნახვა
პოლიტიკა
აი, ფაქტი: ყულევში უკრაინის მიერ სანქცირებული გემი დგას
აი, ფაქტი წერს, რომ 2026 წლის 30 იანვარს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში პირველად შემოვიდა ნავთობტანკერი "სილვარი" (IMO 9291262). გემი, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, უკრაინამ ტანკერი 2025 წლის 13 დეკემბერს დაასანქცირა. 2024-2025 წლებში ამ გემის მფლობელი და მმართველი კომპანიები, აშშ-სა და ბრიტანეთის მთავრობებმა დაასანქცირეს. ამ ფაქტის შემდეგ გემი ინდური კომპანიის მართვასა და საკუთრებაში გადავიდა. "ტანკერმა, ღია მონაცემთა წყაროების მიხედვით, რუსეთის ნოვორასიისკის ნავთობტერმინალი 29 იანვარს, გამთენიისას დატოვა. საქართველოს წყალში მისი სიგნალი პირველად 30 იანვარს, ღამის 1 საათისთვის ფიქსირდება. მანამდე, მონაცემები უცნობია, რადგან რუსეთიდან გამოსვლის შემდეგ სიგნალის გადამცემი სისტემა გემს გათიშული ჰქონდა. ტანკერმა ყულევში 24 000 ტონამდე ნავთობი ან ნავთობპროდუქტი ჩამოტვირთა (რაოდენობა გამოთვლილია გემის წყალში ჩაძირვის მაჩვენებელზე დაყრდნობით - გადმოტვირთვის შემდეგ ჩაძირვის მაჩვენებელი 12.6-დან 9.5-მდე შემცირდა). AIS სისტემის გათიშვის გარდა, ეს გემი სხვა, “ჩრდილოვანი ფლოტისთვის” დამახასიათებელ კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებს. equasis.org-ზე არ იძებნება ავტორიტეტული კომპანიის მიერ გემისთვის მიცემული დაზღვევა. ტანკერი 21 წლისაა. 2022 წლიდან მოყოლებული სამჯერ შეიცვალა სახელი, ექვსჯერ მმართველი კომპანია, ორჯერ - მფლობელი და ექვსჯერ დროშა. გემს 2005 წლიდან 2022 წლის აგვისტომდე MATTERHORN SPIRIT ერქვა. 2022 წლის აგვისტოში გემი ირანული საზღვაო იმპერიის ნაწილი გახდა. მას THEMIS 1 დაარქვეს, მფლობელი THEMIS LINES INC გახდა, მმართველი კი - KOBAN SHIPPING LLC. სწორედ ეს მმართველი კომპანია დაკავშირებულია ირანულ ქსელთან. ტანკერის მართვაში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ Fractal Marine DMCC, Koban Shipping LLC, Oceanlink Maritime DMCC და Armada Global Shipping DMCC. ყველა ეს კომპანია, რომელიც 2024 წლის ივნისამდე მართავდა ან ფლობდა გემს, სანქცირებულია სხვადასხვა ქვეყნის (გაერთიანებული სამეფო, აშშ, ევროკავშირი) მიერ. ახლა გემს ინდური კომპანია LASIGLIA INVESTMENT INC ფლობს და მმართველი არის FLEET TANQO PVT LTD. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს Fractal Marine DMCC – დუბაიში (არაბთა გაერთიანებულ საემიროებში) დაფუძნებული გადამზიდავი კომპანია. უკრაინის მთავრობა მას თვლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთ მთავარ ოპერატორად: 2023 წლის დასაწყისში იგი შედიოდა რუსული ნავთობის სამ უმსხვილეს გადამზიდთა რიგებში. Fractal Marine მართავდა 28 ტანკერისგან შემდგარ ფლოტს, რომელიც რუსული ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობდა", - წერს აი, ფაქტი ჟურნალისტური გამოძიება - სრულად
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)