|
2026-02-04 13:50:39, 776 ნახვა
პოლიტიკა
HRW-ის ანგარიში: საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
Human Rights Watch-ის 2026 წლის მსოფლიო ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში მიმდინარე აქციებზე პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალის გადამეტებაზე. "პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სასტიკი და გადამეტებული ძალა ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, სდევნიდნენ, ალყაში აქცევდნენ და სცემდნენ მათ, ხოლო დაკავებულებს პოლიციის განყოფილებებში აწამებდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ. სპეცრაზმი და ხელისუფლებასთან დაკავშირებული არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფები ავიწროებდნენ ოპოზიციის აქტივისტებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს". Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე საუბარია ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და მედიის მიმართ შემზღუდველი კანონების მიღებაზე. "აპრილში პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც მაუწყებლობისთვის უცხოური დაფინანსება აიკრძალა და კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა. ივნისში, მმართველმა პარტიამ კომუნიკაციების კომისიაში საჩივარი შეიტანა ორი ძირითადი ოპოზიციურად განწყობილი არხის, ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ, მათ რეპორტაჟებში, მთავრობის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების გამო. აგვისტოში სასამართლომ ცნობილ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საპროტესტო აქციების დროს ადგილობრივი პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა გამოტანილი განაჩენი დაგმეს"- ნათქვამია ანგარიშში.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)