08:18 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 15:55:31, 764 ნახვა

სამართალი
ვანო მაჭავარიანი დაკითხვაზე დაიბარეს

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი ვანო მაჭავარიანი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიაბრეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

ვანო მაჭავარიანს "TV პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომლის მიხედვითაც მას სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს.

როგორც მაჭავარიანმა „ვახო სანიას დღის ამბებში“ განაცხადა, მას კადრები არ უნახავს, თუმცა ვიდეოკადრებს ედო ფოტოები, რომელზეც ჩანდა ორი ადამიანის ფიგურა და მეტყველებდა, რომ ეს ფარული კადრები იყო.

"მე მქონდა ორი კვირის წინ ინტერვიუ „მაესტროზე“,ძალიან მკაცრად ვისაუბრე იმ თემაზე, რომ ეს არის მთავრობის ხელი და მთავრობას ძალუძს, რომ ესეთი რამე აკეთოს და შევიდეს ინტერნეტსივრცეში. ზუსტად სამ დღეში მე დამიბლოკეს Facebook-ი და მაგრძნობინეს, რომ მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. გამომიგზავნეს ასევე კადრები, რომლებიც მე რა თქმა უნდა, არ გავხსენი. ეს ის კადრები იყო, რომელიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტსივრცეში. მომივიდა რამდენიმე გზავნილი, სადაც იყო შეთავაზება, ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს კადრები. ეს იყო გამოგზავნილი გაუგებარი ინტერნეტ წყაროდან, რომელიც თავისთავად, ჩემთვის არ არის საინტერესო და მიმაჩნია, რომ ეს არის ბინძური შანტაჟის და დატერორების მცდელობა", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics