|
2026-02-03 12:30:11, 1130 ნახვა
საზოგადოება
მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების გამოყენება აიკრძალება როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებში
საკომუნიკაციო მოწყობილობების, მათ შორის მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების გამოყენება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში აიკრძალება. ეს ინიციატივა განათლების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნებიდან“, რიმა ბერაძემ წარადგინა. პასუხად, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ შეზღუდვა კერძო სკოლებზეც გავრცელდება. „დიახ, რა თქმა უნდა, ეს კერძო სკოლებზეც უნდა გავრცელდეს. ჩვენ საკომუნიკაციო მოწყობილობებზე ვსაუბრობთ. საქმე მხოლოდ მობილურ ტელეფონებს არ ეხება. ეს შეიძლება იყოს პლანშეტები, საათები და ა.შ.“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა. გასულ წელს გამოცხადდა, რომ საქართველოს სკოლებში მობილური ტელეფონები აიკრძალებოდა. მასწავლებლებსაც აეკრძალებათ ამ მოწყობილობების გამოყენება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)