|
2026-02-01 19:10:05, 930 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე განმარტავს, როგორ აპირებენ თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანებას
ოცნების განათლების მინისტრი, გივი მიქანაძის მტკიცებით, განათლების რეფორმის მიზანია, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღებული განათლება ბაზრის მოთხოვნას შეესაბამებოდეს. მიქანაძე ამბობს, რომ რეფორმა გააუმჯობესებს სახელმწიფო უნივერსიტეტების განათლების ხარისხს, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, დაეუფლონ სამუშაო ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, რაც მათ კონკურენტუნარიანებს გახდის. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ უნივერსიტეტებში არსებულ მსგავს პროგრამებს ერთ კომპონენტად შეაჯერებენ. მიქანაძის მტკიცებით, რესურსებს გაანაწილებენ ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალი არ დარჩება სამუშაოს გარეშე. ეს განსაკუთრებით ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება - ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება „ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში“ პრინციპის დაცვა და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს კონკრეტული სახელმწიფო უნივერსიტეტების ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანება იმისთვის, რომ მოხდეს პროგრამების დადარება, საკადრო უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება. ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი, ფლაგმანი უნივერსიტეტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე. ამ მიზნით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ პროცესები, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც ამ უნივერსიტეტებს შორის მსგავსი პროგრამები გვაქვს, მოხდეს დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე და ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ღირებული იყო - ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და ის დამსახურებები, რომელიც თითოეული უნივერსიტეტის მიმართ მიუძღვის“, - გივი მიქანაძემ. „სწორედ ისინი ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, განახორციელებენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ ხარისხის გაუმჯობესების და რეფორმის მიზნებიდან გამომდინარე მაქსიმალურად უზრუნველყონ ის აქტივობები, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებას და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული“, - განმარტა ქართული ოცნების განათლების მინისტრმა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)