|
2026-01-31 18:05:23, 925 ნახვა
პოლიტიკა
სტუ-ის რექტორი: უღრმესი მადლობა ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ ეს რეფორმა დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტების გაერთიანებაზე ყოველდღიური მსჯელობა აქვს საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან, მათ შორის პროფესორებთან და ახალგაზრდებთან. "მე პირველივე დღიდან შევხვდი როგორც აკადემიური საბჭოს წევრებს, დეკანებს, პროფესორებს, ახალგაზრდებს. დღეში ორჯერ ვხვდები. ჩვენი გადაწყვეტილება ასეთია, რომ ბატონი მინისტრის, მიქანაძის განცხადების შემდგომ, განვიხილავთ მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებაში განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს, რომელიც არის ზღვა მასალა და სტუ არის სახელმწიფოში სახელმწიფო, ეს არის უდიდესი ინსტიტუცია, ცოდნის ტაძარი. ჩვენ ამ მასალას ვამუშავებთ და ყოველგვარი პოლიტიკისგან დაცლილი, ვიმსჯელეთ ბატონ მინისტრთან ერთად რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე... მინდა დაგარწმუნოთ, რომ 30 წელია განათლების მესვეურები ველოდებოდით განათლების რეფორმას. უღრმესი მადლობა პრემიერმმინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ ეს რეფორმა დაიწყო. ამ თემაზე ჩვენ ერთი წელია ვსაუბრობთ. ასევე, ვსაუბრობდით ფაკულტეტებზე. ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებზე გვქონდა საუბარი და ფაქტობრივად ვიყავით შეჯერებული. შემდეგ ბატონმა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ჩემთან კონსულტაციების მერე ჩვენ შევჯერდით, რომ მოვახსენებდიო აღნიშნულს საუნივერისტეტო საზოგადოებას და მსჯელობის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას უნივერსიტეტის მომავალზე"- თქვა გურგენიძემ. 29 იანვარს, ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ოცნების მიერ დაწყებული განათლების რეფორმის ფარგლებში თქვა, რომ მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც უნივერსიტეტების სტუდენტების, ასევე ზოგირთი ლექტორისა და უნივესიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდანაც.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)