|
2016-03-29 13:44:42, 843 ნახვა
სამართალი
სუს-ი: უკანონოდ დაკავებულთა ძირითადი რაოდენობა ოკუპირებული გალის რაიონის მაცხოვრებელია
სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, უკანონოდ დაკავებულთა ძირითადი რაოდენობა ოკუპირებული გალის რაიონის მაცხოვრებელია. როგორც სუს-ის ანგარიშშია ნათქვამი, „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობა, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება ( გამოსასყიდის მიღების მიძნით ადამიანის გატაცებები, ყაჩაღობები, მკვლელობები, მოსახლეობაზე თავდასხმა), საქართველოს მოსახლეობის დისკრიმინაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება (ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით), .ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი (მავრთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა და ტრანშეების გათხრა), თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინტენსიური სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის რუსული სამხედრო თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ დარღვევის ფაქტები და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. "ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სუსი ახდენს ადგილზე არსებულ ვითარებაზე პერმანენტულ დაკვირვებას, განვითრებული პროცესების შეფასებას, ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, აქტიურად მონაწილეობს ანტიანექსიური პოლიტიკის, ასევე დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯების შემუშავებასა და განხორციელებაში. სუსი ჩართულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. 2015 წლის 1 აგვისტოდან სუსი წამყვანი უწყებაა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში“, - აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)