|
2026-01-29 19:53:47, 852 ნახვა
პოლიტიკა
კუპრაძე: ეუთოს დოკუმენტი ივანიშვილისთვის იქნება ძალიან მძიმე წასაკითხი და მის წინააღმდეგ ობიექტური განაჩენი
ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ეუთოს დოკუმენტი ივანიშვილისთვის იქნება ძალიან მძიმე წასაკითხი და მის წინააღმდეგ ობიექტური განაჩენი. "პოლიტიკურმა კოალიციამ "ძლიერი საქართველო - ლელომ" და სხვა პოლიტიკურმა აქტორებმა საქართველოდან ერთი წლის წინ მივმართეთ ეუთოს და მოვითხოვეთ იმ პოლიტიკური უსამართლობის და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლა, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, სადაც დგინდება ობიექტურად ფაქტები და ობიექტური მოცემულობა, რა ხდება სახელმწიფოში ადამიანის უფლებებთან და პოლიტიკასთან მიმართებით და შემდეგ ხდება შესაბამისი შეფასებების თუ რეკომენდაციების გაცემა, რაც დასკვნის სახით იქნება ფაქტობრივი მხილება ბიძინა ივანიშვილის. 24 სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვიყავით ამის ინიციატორები, სხვა კოლეგებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმატი იმუშავებს წარმატებულად საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ბიძინა ივანიშვილი მიიღებს თავის ობიექტურ სურათს, რამდენად ავტორიტარია, რამდენად დამნაშავეა ადამიანის უფლებების სისტემურ და მასიურ დარღვევებში, როგორ ცდილობს საერთოდ გაანადგუროს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. დიდი ინტერესით ველოდებით და ძალიან გვიხარია, რომ ის გზა და მეთოდი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ დამატებითი ინტერესის შესაქმნელად საქართველოს მოქალაქეების უფლებებისადმი წარმატებული აღმოჩნდა, რასაც 24 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 24 ქვეყნის ინტერესი არის უმნიშვნელოვანესი და ეს ნიშნავს, რომ 24 სახელმწიფო, მეგობრულად და ინტერესით განმსჭვალული საქართველოს ბედისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ, გამოხატავს მზაობას, რომ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდეს, ჩაერთოს, შეისწავლოს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და შემდეგ შესაბამისი დოკუმენტი შექმნას, რომელიც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ივანიშვილისთვის იქნება ძალიან მძიმე წასაკითხი და მის წინააღმდეგ ობიექტური განაჩენი, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები იკვლევენ და აქვეყნებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება ხელი შეუშალოს ამ კომისიის მუშაობას და მეორეს მხრივ ეცდება, რომ გაამარგინალიზოს, ჩართოს პროპაგანდა და თქვას, რომ არანაირ სიმართლესთან არ იქნება კავშირში", - ამბობს კუპრაძე.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)