|
2026-01-27 12:39:35, 870 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკა გააკრიტიკეს
სამართლიანი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, წამების საქმეების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, რეპრესიული კანონების გაუქმება - ასეთი მოწოდებებით გამოვიდნენ დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, სადაც საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართა. გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, კლერ ტუოდე: "გვსურს შემდეგი რეკომენდაციები გავცეთ - უზრუნველყავით სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკური პლურალიზმის, პატივისცემისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების. უზრუნველყავით მედია თავისუფლება და მედია პლურალიზმი. უზრუნველყავით გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და შეკრების უფლებების სრული პატივისცემა. გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი და უზრუნველყავით სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა. იბრძოლეთ ძალადობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, მათ შორის, გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე არსებული ძალადობის. უზრუნველყავით ლგბტ პირების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა". გაერო-ს ჟენევის ოფისში გერმანიის მუდმივი წარმომადგენელობის მრჩეველი, მარი რამბახი: "ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები გამოიძიოს და დაზარალებულებისთვის სამართლიანობა, კომპენსაცია და რეაბილიტაცია უზრუნველყოს. ასევე, გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები. საქართველომ უნდა გააუქმოს ან შეცვალოს მაუწყებლობის შესახებ კანონსა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები". გაერო-ს ჟენევის ოფისში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი ევგენი სიმბალიუკი: "კონსტრუქციული ჩართულობის სულისკვეთებით, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, გააუქმოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი რეგრესიული ცვლილებები და სამართლებრივი ჩარჩო ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს". საქართველოს შესახებ ანგარიში, რომლის ფარგლებშიც ჟენევის ოფისში მოსმენა გაიმართა, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა. ქართული ოცნების დელეგაციაში ასევე იყვნენ - შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი და ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ქეთი ცინცაძე. ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირწმუნებოდა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში ლიდერია მრავალი მიმართულებით. ის ამტკიცებდა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააძლიერა კანონის უზენაესობა და დაამაყრა ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი, რაც მისივე მტკიცებით, "მრავალ საერთაშორისო რეიტინგშია ასახული".
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)