|
2026-01-27 10:27:21, 1059 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა სამხრეთ კორეიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების 25%-მდე გაზრდის შესახებ განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა სამხრეთ კორეიდან შემოტანილ საქონელზე ტარიფების 15%-დან 25%-მდე გაზრდის შესახებ. შეტყობინებას ტრამპი Truth Social-ზე, წერს, იუწყება CNN „ჩვენი სავაჭრო შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის. თითოეულ ამ შეთანხმებაში ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ ტარიფების შესამცირებლად შეთანხმების შესაბამისად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორებიც იგივეს გააკეთებენ. სამხრეთ კორეის პარლამენტი არ იცავს შეერთებულ შტატებთან დადებულ შეთანხმებას. პრეზიდენტ ლიმ და მე 2025 წლის 30 ივლისს ორივე ქვეყნისთვის შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ და ეს პირობები კიდევ ერთხელ დავადასტურეთ კორეაში ჩემი ვიზიტის დროს 2025 წლის 29 ოქტომბერს. რატომ არ დაამტკიცა ეს კორეის პარლამენტმა ჯერ?“ კერძოდ, ახალი ტარიფები სამხრეთ კორეის ავტომობილებს, ხე-ტყეს, ფარმაცევტულ პროდუქტებს და ნებისმიერ სხვა ურთიერთვაჭრობის პროდუქტს ეხება. CNN-ის ცნობით, სამხრეთ კორეა შეერთებული შტატებისთვის უცხოური საქონლის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. 2024 წელს ქვეყანამ შეერთებულ შტატებში 132 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიგზავნა (აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით). შეერთებული შტატები, ძირითადად, სამხრეთ კორეიდან ავტომობილებს, ავტონაწილებს, ნახევარგამტარებსა და ელექტრონიკას იმპორტს ახორციელებს და მიმდინარე ტარიფების ზრდამ შესაძლოა ეს საქონელი უფრო ძვირი გახადოს. ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ ზუსტად როდის ამოქმედდება ახალი ტარიფები.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)