|
2026-01-24 21:42:34, 1493 ნახვა
საზოგადოება
ქარტია იუსტიციის საბჭოს მედიისთვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნისკენ მოუწოდებს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს, სასამართლოებში ჟურნალისტებისთვის ნორმალური სამუშაო პირობები უზრუნველყოს. "2025 წლის ივნისში "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესული ცვლილებებით, მედიასაშუალებებს აეკრძალათ ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა არა მხოლოდ სასამართლო სხდომათა დარბაზებში, არამედ სასამართლოების შენობებსა და ეზოებშიც. ამ დროიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლები საათობით დგანან თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, სადაც ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩასაწერად გამოჰყავთ რეპონდენტები - ადვოკატები და პროკურორები, სასამართლო პროცესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. გაუმართლებელმა და დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა უკიდურესად დაამძიმა მედიის მდგომარეობა სასამართლოებში. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სასამართლოებიდან საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად წარმოუდგენელი ძალისხმევის გაღება უწევთ. შეუფასებელია მათი ერთგულება პროფესიის მიმართ და მათი თავდადება საზოგადოებრივი ინტერესისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ იზრუნა ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ელემენტარული სამუშაო პიროებების შექმნაზეც კი. მათ ღია ცის ქვეშ უწევთ მუშაობა პაპანაქება მზეში თუ აუტანელ ყინვაში, წვიმასა და ქარში. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია "ქართული ოცნების" პარლამენტისგან მოითხოვს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ახლად მიღებული ნორმები, ხოლო პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებისათვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა უნდა შეძლონ სასამართლოსთან დაკავშირებული ამბების გაშუქება ისე, რომ ამით რისკის ქვეშ არ დააყენონ თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე". - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)