20:34 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-22 15:44:10, 4094 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე კობახიძეს - საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს

ხალხი, ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

ამით დეკანოიძე ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის აღნიშნავს, რომ უნდა დაბრუნდეს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„კობახიძეს უთქვამს, რომ დებატები უნდა დაბრუნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ხალხი, ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს. ნიკა გვარამია ციხეში ზის.

გახსენით ტელეკომპანია „იმედი“ და მზად ვართ ხალხს ველაპარაკოთ:

- პოლიტიკურ პატიმრებზე;

- რეპრესიულ კანონმდებლობაზე;

- საქართველოს იზოლაციაზე;

- გამქრალ საერთაშორისო პერსპექტივებზე;

- ახალგაზრდებზე, ვინც ქვეყანას ტოვებენ;

- პენსიონერებზე, ვინც წამლებს ვერ ყიდულობენ;

- გენერალურ პროკურორზე, რომელიც რუსეთის აგენტია და მკვლელობას უკვეთს;

- კორუფციაზე და ბაღებში ბავშვების საკვების წართმევით გამდიდრებულ თანამდებობის პირებზე;

- ქიმიურ მოწამვლაზე;

- ნამდვილ მშვიდობაზე, რომელზეც ივანიშვილმა უარი თქვა.

და იმ ხალხზე, ვისაც სურსათის ყიდვა არ შეუძლია კატასტროფული ფასები გამო.

გახსენით „იმედის“ არხი”, - წერს დეკანოიძე.

როგორც ივანიშვილის პერმიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, "იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს", უნდა მისცენ საშუალება, "საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს". მისივე ცნობით, უნდა დააბრუნონ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics