|
2026-01-20 15:34:32, 919 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი: შეწყალებაზე აგორებული კამპანია ძალიან ხელოვნური იყო
ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი სინდისის პატიმრების შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ "ეს იყო ძალიან ხელოვნურად აგორებული კამპანია". 19 იანვარს მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა სია არ ქვეყნდება, შესაბამისად, უცნობია, ვინ შეიწყალა ქართული ოცნების პრეზიდენტმა. მიუხედავად ამისა, სინდისის პატიმრების მშობლებმა ღამე საპატიმროებთან გაათენეს. ნინო წილოსანის მტკიცებით, "საზოგადოება არ არის დაზღვეული, რომ [სინდისის პატიმრები], შეწყალების შემთხვევაში - ნაკლებად რადიკალურები გახდებიან". "ბოლო 1 წლის მანძილზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილმა დაახლოებით 4-5 შეწყალების აქტი გამოსცა, სადაც 1 000-მდე ადამიანი ჰყავს შეწყალებული, თუ სწორად მახსოვს და არც ერთ ჯერზე ჩვენ არ გვინახავს ამ პატიმრების თუ მათი ოჯახის წევრების მხრიდან ასეთი კამპანიური ხასიათის მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით, მეტიც, როდესაც ისმოდა საკითხი მათ შეწყალებასთან დაკავშირებით, იცით და ვხედავდით, როგორი აგრესიულები იყვნენ ოჯახის წევრები და პირიქით, ციხიდან აქვეყნებენ წერილებს, რომ არ უნდათ შეწყალება. ამიტომ, რას უკავშირდებოდა ეს აგორებული კამპანია - ერთია, რომ მათ იმედი გადაეწურათ, რომ საკუთარი პატრონები გამოიხსნიდნენ დამნაშავეებს და მეორე - ეს იყო კარგად დაგეგმილი მედია კამპანია, რომელსაც ადამიანებში უნდა გამოეწვია, თითქოს, სიბრალული ამ პატიმრების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არიან ადამიანები, რომლებიც არცერთ ჯერზე არ აღიარებენ საკუთარ ბრალს და იცით, რომ მათი შეწყალების იქნება თუ გამოსვლის შემდგომაც, არ ვართ დაზღვეული საზოგადოება, რომ ისინი ნაკლებ რადიკალურები გახდებიან. შეწყალების აქტი არის ორმხრივი - ერთია მხარე, ვინც ითხოვს შეწყალებას... ამ შემთხვევაში, არც ერთი მხარე არსებობდა, მათ და მათ ოჯახის წევრებს არ სურთ შეწყალება და მეორე მხარე, პრეზიდენტს რაც შეეხება, მისი ყველა შეწყალების აქტი უკავშირდება იმას, რომ უნდა იყოს ნაკლებ საშიში დანაშაულების მიხედვით შეწყალებული ადამიანები და ისინი არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. ეს ორივე ფაქტორი იმდენად თვალნათელი იყო, რომ რა თქმა უნდა, ხელოვნურად აგორებული კამპანია ნათლისღებაზე პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების თაობაზე იყო ძალიან ხელოვნური", - ამბობს ის.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)