12:34 - 04 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-19 16:55:03, 1417 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ათობით ქუჩა თოვლისგან არ იწმინდება

თბილისში ათობით ქუჩა დიდთოვლობისგან გაუწმენდელი რჩება. დედქალაქში ამჟამად თოვლის საფარი მეტრამდეა. თბილისის მერიის მტკიცებოის მიუხედავად არ იწმინდება გლდანის მიკრორაიონების შიდა გზები, გიორგიწმინდა, ავჭალის შიდა გზები, ვარკეთილის და დიდი დიღომის შიდა გზები. მოქალაქეთა თქმით კორპუსებიდან გამოსვლა და გადაადგილება შეუძლებელია.

თბილისის მერია არ წმინდავს არცერთი რაიონის შიდა ქუჩებს.  

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტების ცნობით, გაუწმენდავია გლდანულას და სოფელი გლდანის ცენტრალური გზები. ლილოს და ლილოს შემოგარენის გზები. 

მოქალქეების ცნობით, საცობია კუს ტბის გზაზე - ავტომობილები დიდთოვლობის გამო ვერ გადაადგილდებიან.

"ორი დღეა ვრეკავთ მერიის ცხელ ხაზზე და გვეუბნებიან მოვლენ დაყრიან მარილსო და სადააა მარილი? პარალიზებულია მთელი ქუჩა! -ლოტკინი-დიმიტრი ჟღენტის ქუჩა" - წერს მოქალაქე თინა ახალაია.

"დედაქალაში მოსული ნალექი შეიძლება საშუალო წლიურ მაჩვენებელზე მაღალია, მაგრამ არანაირად გამართლება არ ექნება იმ მდგომარეობას, რა მდომარეობაც ხვალ და შემდეგ დღეებში იქნება დედაქალაქში. (როცა ღამით მინუს ტემპერატურაა გამოცდახებული რამოდენიმე ღამე.)

ეს ნიშნავს იმას, რომ გაუწმენდავი გზების ნაწილი და ტროტუარების აბსოლიტური უმრავლესობა ხვალიდან ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება საშიში.

არ ჭირდება ამას საერთაშორისო თუ ადგილობრივი დარგის ექსპერტრბი, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტება უნდა იმუშაონ 24 საათიან რეჟიმში ტროტუარების გაწმენდას არ უნდა ჭირდებოდეს ვინმეს ზემოდან დარეკვა ან კამერების წინ პოზირება.(ის მერიც ერთია და ყველგან ვერც მივა და ყველა კამერაშიც ვერ მოხვდება).

თუ დედაქალაქის ადგილობრივმა გამგეობება არ იციან სად რა სიმაღლის თოვლია და რა სირთულეები ექმნება მათ მოსახლეობას ეგ უხვი ნალექს კი არა უპასუხისმგებლობას და სამსახურეობრივ გულგრილობას უნდა დააბრალონ.( ჩემი მობილურის ამინდის პროგნოზი მატყობინებდა წინა კვირიდან, რომ დაახლოებით 20-25 სმ თოვლის აკუმულირება იქნებოდა, ჰოდა თქვენც პატოვცემულებო სოციალური ქსელების სქროლვის პარალელურად ამინდის გაჯეტსაც მიაქციეთ ყურადღება)

იმის იმედზე არ უნდა იყოს პასუხისმგებლიანი თვთმმართველობა, რომ მანქანები ივლიან ან ადამიანები და ტროტუარზე ან გზაზე თოვლი აღარ გაჩერდება და წყნეთში ან მთაწმინდაზე თუ გზები იწმინდება ეგ არ ნიშნავს იმას რომ მთელა თბილისში იდეალური მდომარეობაა.

p.s. გზებზე არაებული ლიპყინულის გაყინვა იარესია , ვიდრე გაუწმენდავი გზა, ასე რომ ტექნიკური მარილის დაყრა ზოგჯერ სულაც არაა გამოსავალი" - წერს მოქალაქე გიორგი გრიგოლაშვილი.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმელთაშუა ზღვაში რუსული ტანკერი, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა ხანძრის შედეგად დაიწვა- Reuters
ტრამპი: ჩვენ უკრაინას უფასოდ მივეცით საბრძოლო მასალა და ახლო აღმოსავლეთს მისი ყიდვა შეეძლო
ბელგია დაკავებული რუსული ტანკერისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს გადახდას ითხოვს
ნარკოკარტელის ლიდერი ელ მენჩო ოქროს კუბოთი დაკრძალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი