|
2026-01-16 13:10:36, 1161 ნახვა
საზოგადოება
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
ქართველებს, ისტორიულად, ბევრი რამ გვაქვს რითაც ვამაყობთ და რაც გამოგვარჩევს სხვა ერების კულტურებისგან. მათ შორისაა ჩვენი ქართული ენა. როდესაც ქართულ ენის სიძლიერეს, სილამაზეს, მრავალფეროვნებასა და სიღრმეს ვუფიქრდებით, მაშინვე ქალბატონი მზექალა შანიძე გვახსენდება. ქალბატონი მზექალა, ათწლეულებია ქართული ენის სადარაჯოზე დგას და პირნათლად ემსახურება მეცნიერებას. ძალზედ დიდია მისი ღვაწლი როგორც, ენათმეცნიერის და ფილოლოგის, ასევე აღსანიშნავია მის მიერ აღზრდილი სტუდენტთა არაერთი თაობა. იგი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი. 2026 წლის 16 იანვარს ქალბატონი მზექალა შანიძე 100 წლის შესრულდა. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა შექმნას ხიდი ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. თავისი მოღვაწეობით იგი გვასწავლის, რომ ენის სიყვარული მხოლოდ მისი დაცვა კი არა, არამედ მისი მუდმივი განვითარება და ბალანსის დამყარებაა ისტორიულ მეხსიერებასა და სიახლეს შორის. თიბისისთვის, როგორც #წერექართულად-ის შემქმნელი ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ქართული ენის, როგორც მემკვიდრეობის შენარჩუნება და მის განვითარებაში მონაწილეობა. თიბისის ვიდეორგოლში ნახავთ და მოისმენთ ქალბატონი მზექალას პასუხს დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: გლობალიზაციის ფონზე, ენასთან მიმართებაში, ჩნდება მთავარი კითხვა - როგორ გავუფრთხილდეთ ქართულ ენას? „თიბისიში გვჯერა, რომ ენა ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დაცვასთან ერთად განვითარებასაც საჭიროებს. ქალბატონი მზექალა შანიძე ის ადამიანია, ვინც ათწლეულების განმავლობაში ქართული ენის ისტორიული ფესვების დაცვას და ამავდროულად მის გააზრებულ გარდაქმნას ემსახურება. გვსურს, მისდამი, არა მხოლოდ ჩვენი უსაზღვრო პატივისცემა გამოვხატოთ, არამედ, როგორც #წერექართულად-ის ავტორმა ბრენდმა, ჩვენი ღირებულებების ბუნებრივ გაგრძელებად, ავიღოთ პასუხისმგებლობა - გავუფრთხილდეთ ქართულ ენას და შევუწყოთ ხელი მის განვითარებას“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი. ქართული მეცნიერების მემატიანეს, ქალბატონი მზექალა შანიძის, 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას თიბისიც უერთდება და მისი რჩევით, ბრენდმა სიმბოლურად თავის გზავნილს სასვენი ნიშანი დაურთო - მთავარია, გჯეროდეს!
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)