|
2026-01-13 16:51:35, 1289 ნახვა
საზოგადოება
მზის ენერგიის გამოყენება - ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ცოდნის მიღების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი, მზის ენერგიის გამოყენება დაემატა. კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებით და სურთ, გაიგონ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბიზნესისთვის მზის ენერგიის გამოყენებას. ბიზნესკურსის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან, რა პრინციპით მუშაობს სისტემა და როგორ შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ბიზნესში. კურსი მიმოიხილავს მზის ენერგიის გამოყენების ძირითად უპირატესობებს, მათ შორის ხარჯების შემცირებასა და გრძელვადიან ფინანსურ ეფექტს. კურსს უძღვება თორნიკე დარჯანია, Helios Energy-ის დამფუძნებელი, რომელიც მონაწილეებს გაუზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ მაგალითებს მზის ენერგიის პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ საქართველოში. კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა მიიღოს გამოცდილი სპეციალისტებისგან. კურსები მორგებულია ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე და პლატფორმა მუდმივად ახლდება. ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია — ესაა ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)