|
2026-01-09 11:45:21, 769 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: ირანის მთავრობას ვაცნობე, თუ მკვლელობას დაიწყებენ, ძალიან ძლიერად დავარტყამთ
ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მთავრობა გააფრთხილა, რომ თუ ისინი დემონსტრანტების მკვლელობას დაიწყებენ, აშშ მათ "ძალიან ძლიერად დაარტყამს". ამასთან, მან თქვა, რომ აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება ვითარებას. "მათ ვაცნობე, რომ თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, რასაც ისინი ძირითადად არეულობების დროს აკეთებენ, თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. მათ იციან და ძალიან მკაცრად უთხრეს, კიდევ უფრო მკაცრად, ვიდრე ახლა გეუბნებით, რომ თუ ამას გააკეთებენ, ჯოჯოხეთური ფასის გადახდა მოუწევთ", - თქვა დონალდ ტრამპმა. ამასთან, მან ისაუბრა ირანელ ხალხზეც და მათ მიმართა სიტყვებით, რომ ისინი თავისუფლებას მტკიცედ უნდა გრძნობდნენ. "თავისუფლებისადმი მტკიცე დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. თავისუფლების მსგავსი არაფერია. თქვენ მამაცი ხალხი ხართ. სამწუხაროა, რაც თქვენს ქვეყანას დაემართა. თქვენი ქვეყანა [ირანი] წარსულში დიდებული ქვეყანა იყო", - თქვა დონალდ ტრამპმა. ირანში საპროტესტო აქციების მე-12 დღეს ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების მხრიდან აქციების ძალადობრივი დარბევების პარალელურად, რეჟიმმა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გამორთო. ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე დაიწყო. მოგვიანებით გამოსვლები გადაიქცა მოძრაობად, რომელიც უკვე ქვეყნის მმართველი ისლამური ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ.
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)