|
2026-01-08 19:42:17, 1131 ნახვა
საზოგადოება
ოცნების რეჟიმი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის დაფარვას ზღუდავს
2026 წლის 1 ივნისიდან, მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან, დაკარგავენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ხელახალი რეგისტრაცია მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ანუ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და მოიცავს ვაქცინაციას, გადაუდებელ დახმარებას, მშობიარობას, ტუბერკულოზის, აივ ინფექციის, დიაბეტის, დიალიზის და იშვიათი დაავადებების მკურნალობას. 2026 წლისთვის პროგრამისთვის 1.5 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)