|
2026-01-07 16:17:30, 1047 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთმა ნავთობტანკერის დასაცავად, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მიჰყვებიან, სამხედრო ხომალდები გაგზავნა
CBS News-ის ცნობით, რუსეთმა სამხედრო-საზღვაო ხომალდები განალაგა ნავთობის ტანკერის დასაცავად, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მიჰყვებიან. გამოცემა წერს, რომ გემი, რომელსაც ვენესუელური ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, თუმცა ამჟამად ცარიელია - ამ დროისთვის სლანდიასა და დიდი ბრიტანეთის კუნძულებს შორის იმყოფება. Bella 1-მა, რომელსაც აშშ-ის სანქციების დარღვევასა და ირანული ნავთობის გადაზიდვაში ადანაშაულებენ, სახელი შეიცვალა და ამჟამად, Marinera ჰქვია და გაიანას დროშის ნაცვლად რუსეთს დროშის ქვეშ დაცურავს. აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CBS-ს დაუდასტურა, რომ რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა. BBC წერს, რომ Marinera-ს ევროპასთან მიახლოება დაემთხვა დაახლოებით 10 ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გამოჩენას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ გასცემდა ვენესუელაში შესულ და იქიდან გამოსულ სანქცირებულ ტანკერების ბლოკირების ბრძანებას - ამას ვენესუელას მთავრობამ "ქურდობა" უწოდა. აშშ-ის მიერ ქვეყნის ყოფილი ლიდერის ნიკოლას მადუროს დაკავებამდე, დონალდ ტრამპი არაერთხელ ადანაშაულებდა ვენესუელის მთავრობას აშშ-ში ნარკოტიკების გადასაზიდად გემების გამოყენებაში. ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CBS News-ს განუცხადა, რომ ამერიკული ძალები გემზე ასვლას გეგმავენ და ვაშინგტონი მის ჩაძირვას მის დაკავებას ამჯობინებს. რუსეთი აცხადებს, რომ გემის გარშემო არსებულ სიტუაციას "შეშფოთებით აკვირდება".
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)