|
2025-12-26 14:56:57, 9003 ნახვა
პოლიტიკა
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი რაქვიაშვილი კობახიძეს ფასების თემაზე დებატებში იწვევს
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკონომისტი სანდრო რაქვიაშვილი მაღაზიებში სურსათის ფასების საკითხთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს. ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც სურსათის ფასების ზრდა მაღაზიებში სუპერმარკეტებისა და დისტრიბუტორების ქსელებს გადააბრალა. ამის შემდეგ პარლამენტმა შექმნა კომისია ამ საკითხის შესასწავლად, ხოლო სუს-მა მოკვლევა დაიწყო. სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ გადაამოწმა კობახიძის მიერ დასახელებული რიცხვები და მივიდა დასკვნამდე, რომ ვიდეო, რომელიც მთავრობამ გამოაქვეყნა, ტყუილზეა აგებული. “გარდა არაკომპეტენტურობისა, პრემიერის ვიდეო უბრალოდ ტყუილზეა აგებული. საკვანძო მომენტში, ის იტყუება, როცა ამტკიცებს, ვითომ ქართული სავაჭრო ქსელების მომგებიანობა (როგორც თვითონ ეძახის “წმინდა მოგების მარჟა”) მნიშვნელოვნად აღემატება ევროპული ქსელების მომგებიანობას. 2024 წლის მონაცემებით, და ეს მონაცემები საჯაროა და მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ, საქართველოში ყველაზე მსხვილი ქსელებისთვის ეს მაჩვენებელი მერყეობს -7.2%-დან +8%-მდე, ევროპაში კი -3.8%-დან +5.1%-მდე. ამ ქსელების საშუალო შეწონილი კი ჩვენთან 0.2%-ია, როცა ევროპაში საშუალო მაჩვენებელი 2%-ია, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამ პარამეტრით საქართველოს ქსელური მაღაზიების მომგებიანობა არათუ არ აღემატება, არამედ პირიქით, ნაკლებიც კი არის, ვიდრე ევროპაში. ასევე, არანაკლებ საინტერესოა, რომ პრემიერი ამ მაჩვენებელს (“წმინდა მოგების მარჟა”) უადგილოდ იყენებს, რადგან მხოლოდ ამ პარამეტრით კომპანიების შედარება აზრმოკლებულია: ის მნიშვნელოვნად იცვლება საგადასახადო სისტემის სპეციფიკისა თუ ინვესტიციური სტრატეგიის ან სხვა ფაქტორების გავლენის ქვეშ. ერთი და იგივე კომპანიისთვის ერთ წელს ეს მაჩვენებელი შეიძლება მაღალი იყოს, მეორე წელს კი დაბალი. ჰოდა, ირაკლი კობახიძე 1 წლის წინ მიუხედავად საჯაროდ გამოხატული მზაობისა, იაგოსთან არჩევნებზე დებატებს გაექეცით. ახლა კი მე გთავაზობთ ამ თემაზე დებატებს. ვიცი, რომ ეკონომიკა თქვენი სპეციალიზაცია არაა, მაგრამ ენდობით თუ არა იმ მრჩევლებს, ვინც ეს ვიდეო ჩაგაწერინათ და შეძლებთ თუ არა ამ პოზიციის საჯაროდ დაცვას? მივიჩნევ, რომ ამ ვიდეოში გავრცელებული იდეები არათუ მცდარი, არამედ საშიშიც კი არის ქვეყნისთვის. ასე რომ, მოდით საჯაროდ ვილაპარაკოთ და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი”, – აცხადებს რაქვიაშვილი.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)