|
2025-12-18 21:37:48, 12743 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთ-აზერბაიჯანმა შესაძლოა ტრანზიტისთვის საქართველოს ალტერნატივა იპოვონ
სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია, რომლებიც ტარიფებთან არის დაკავებული და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მოგვარდება. "თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ სუბიექტები დაიწყებენ იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად ალტერნატიული გზების ძიებას, თუკი ეს გარიგებები მათთვის ინტერესს შეინარჩუნებს", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეს, 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ სომხეთს, საქართველოს გავლით, 22 ცისტერნით 1220 ტონა ბენზინი მიაწოდა. 10 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ "თბილისის სატარიფო დემარშზე პასუხად, ბაქო სომხეთის საზღვრამდე სარკინიგზო ხაზის აღდგენას განიხილავს". მანამდე, მედია წერდა, რომ საქართველომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტისთვის არარეალურად მაღალი ტარიფი მოითხოვა. ამ ინფორმაციის პასუხად, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება. Minval Politika აღნიშნავს, რომ მისმა მანამდე გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ ქართული ოცნების ხელისუფლება აიძულა, მისთვისვე პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი რეაგირება მოეხდინა, საუბარია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაზე. Minval Politika-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასება ალტერნატიული ლოგისტიკური ღერძის ფორმირების მიმართულებით. ამასთან, Minval Politika-ს ინფორმაციით, განიხილება სრული საავტომობილო მარშრუტების ვარიანტიც.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)