|
2025-12-18 17:19:51, 17207 ნახვა
საზოგადოება
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, განხორციელებული ინიციატივებისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ მტკიცე ერთგულებისთვის - თიბისის გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო გადაეცა. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქალთა გაძლიერება და მათთვის სხვადასხვა სფეროში შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად კომპანია ქმნის მრავალფეროვან და თანასწორ სამუშაო გარემოს, ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ქალების პროფესიულ განვითარებას, დასაქმებას, მეწარმე ქალების მხარდაჭერასა და თანამშრომლების გაძლიერებას ემსახურება, ასევე ხელს უწყობს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. როგორც თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი აღნიშნავს, ქალთა გაძლიერება თიბისისთვის სტრატეგიული მიმართულებაა: „ESG სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში ქალთა გაძლიერებას ერთ-ერთი მთავარი ადგილი დავუთმეთ. თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკვე ოთხი წელია მნიშვნელოვან ინიციატივებს ვახორციელებთ. მათ შორის არის მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც თიბისი ოთხი წელია მხარს უჭერს და რომელსაც ამ დროის განმავლობაში 500-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. ასევე, აღსანიშნავია გრეის ჰოპერის დაჯილდოება, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერებასა და აღიარებას ემსახურება. თიბისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალებისა და გოგოების ჩართულობას ტექნოლოგიურ სფეროში - ჩვენს IT აკადემიაში მათი წილი ყოველწლიურად იზრდება, ხოლო კურსდამთავრებულთა 45% ქალები არიან, რაც დაახლოებით 2 400 მონაწილეს შეადგენს“. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმასა და გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2016 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პლატფორმა ღიაა ახალი წევრების ხელმოწერისთვის და მისი გაფართოებისთვის მუშაობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდაც განაგრძობს. თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ოფიციალური პარტნიორობა 2021 წელს დაიწყო და ამით თიბისი საქართველოში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც UN Woman Georgia-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და ჩაერთო ქალების გაძლიერების პროგრამებში. ამასთან, თიბისი არის გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი, რითაც დასტურდება, რომ კომპანია გრძელვადიანად უყურებს ამ მიმართულებას და გენდერული თანასწორობის საკითხებს ასახავს მის პოლიტიკებში, პროცესებსა და ბიზნეს გადაწყვეტილებებში.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)