21:32 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 15:43:47, 8503 ნახვა

პოლიტიკა
სასამართლომ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებულები - თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა

ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებულები - თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარე მათ ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. ბექა გოცირიძე - აქტივისტების თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერია, რომელიც პარლამენტთან პროვოკაციას აწყობდა.

ბექა გოცირიძემ დღევანდელ პროცესზე გამოკითხვისას განაცხადა, რომ მას პრეტენზია არ ექნება, თუ ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან. მან პროცესზე ასევე თქვა, რომ თუ ბრალდებულებს გაათავისუფლებენ "ძალიან გაუხარდება".

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ თორნიკე თოშხუას, მინდია შერვაშიძისა და ბექა გოცირიძის დაპირისპირება ბექა გოცირიძის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბექა გოცირიძეს თან ჰქონდა დანა, რომელიც დაპირისპირებისას ჯიბიდან ამოუვარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics