21:31 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 14:31:12, 8958 ნახვა

პოლიტიკა
ოცნებამ III მოსმენით დაუჭირა მხარი უცხოეთში ხმის მიცემის უფლების აკრძალვას

ქართული ოცნების პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.

ცვლილებებს ქართული ოცნების 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა - 11 დეპუტატი, რომლებიც, სავარაუდოდ, გახარია - საქართველოსთვის პარტიას წარმოადგენენ. 

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებენ - კერძოდ, მან თქვა, რომ დაიწყებოდა კოდექსის "ფუნდამენტური განახლება".

ამ განახლების ფარგლებში, ქართულმა ოცნებამ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის საზღვარგარეთ მიცემის უფლება აუკრალა.

"როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ, სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics