|
2025-12-16 10:16:16, 7074 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: არც დე-იურე, არც დე-ფაქტო არ ვაღიარებთ დონბასს რუსეთის ტერიტორიად
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას და აშშ-ს ტერიტორიებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა, ის იმედს გამოთქვამს, რომ აშშ მოლაპარაკებებში კომპრომისის პოვნას ხელს შეუწყობს. აქვე, ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ განიხილება ტერიტორიული საკითხი, თუმცა, აღნიშნავს, რომ უკრაინის პოზიცია დონბასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთს სურს პრაქტიკული, რეალისტური და სამართლიანია - უკრაინა "არც დე-იურე, არც დე-ფაქტო დონბასს რუსულად არ აღიარებს". "თქვენ იცით, რომ [რუსებს] დონბასი სურთ. ჩვენი პოზიცია პრაქტიკული, რეალისტური და სამართლიანია, მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე – არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა... ჩვენ არც დე-იურე, არც დე-ფაქტო არ ვაღიარებთ დონბასს რუსეთის ტერიტორიად - დროებით ოკუპირებულ ნაწილად. თუმცა, ჩვენ განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხს. იცით, ეს მთავარია. ჩვენ ჯერ კონსენსუსი არ გვაქვს", - ამბობს ის. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ამერიკელებს სურთ კომპრომისის მოძებნა და მათი წინადადება - თავისუფალი ეკონომიკური ზონაა. აქვე დასძენს, რომ მსგავსი ზონა არ ნიშნავს, რო მას რუსეთმა უნდა უხელმძღვანელოს. უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ დოკუმენტების დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპთან შეხვედრა გაიმართება. მან ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თვითმრფინავში უკრაინული მედიასაშუალებების კითხვების პასუხად მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინული დოკუმენტის დასრულების შემდეგ, უახლოეს დღეებში აშშ-ის მხრიდან რუსეთთან კონსულტაციების გამართვაა მოსალოდნელი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა რეფერენდუმთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც და თქვა, რომ ამჟამად არ მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, თუმცა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის მთავრობა მზადაა არჩევნებისთვის.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)