|
2025-12-11 19:43:47, 3840 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც პროტესტი ტროტუარზეც იკრძალება
ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ქართული ოცნება პროტესტს ტროტუარზეც კრძალავს. ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა და მითითებულაი, რომ შეკრება-მანიფესტაციის შესახებ ახალი რეპრესიული კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის. ქართული ოცნების პარლამენტმა გუშინ, 10 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო შეკრების ან მანიფესტაციების შესახებ კანონში მორიგი რეპრესიული ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით, მანიფესტაციის ორგანიზატორი ვალდებულია, შეკრების ჩატარების თაობაზე შსს გააფრთხილოს, ხოლო უწყებას უფლება ეძლევა, შეკრების ორგანიზატორებს ალტერნატიული ადგილი და სვლა-გეზი შესთავაზოს. თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების მოთხოვნას, მათ 15-დღემდე, ხოლო ორგანიზატორებს 20-დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. განმეორების შემთხვევაში კი სასჯელი 1-წლამდე გაიზრდება. "ცვლილებების მიხედვით, სპონტანური და არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციების ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრების ან მანიფესტაციების ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შსს გააფრთხილოს. გაფრთხილების მიღების შემდეგ შსს-ს მიენიჭება უფლებამოსილება შეკრების ან მანიფესტაციების ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სხვა სვლა-გეზის ცვლილება. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი, ან სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებისა და ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ანდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე, ანდა სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრებას ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილას ჩაატარებენ, რითაც შეზღდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15-დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20-დღემდე ვადით. ამასთანავე, ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა დაეკისრება სსკ-ის 347-ე მუხლით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 1-წლამდე ვადით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს ცვლილებები არის მიღებული, რათა დაცული იქნას, მაქსიმალურად, ბალანსი, როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავსუფლებასთან მიმართებით, ასევე იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ცხოვრობენ ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში", - თქვა ირაკლი კირცხალიამ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)