|
2025-11-29 11:31:27, 14773 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრი ერმაკი გადადგომის შემდეგ : მე ფრონტზე წავედი
უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილმა.უფროსმა ანდრეი ერმაკმა NYP-ის შეკითხვებს წერილობით უპასუხა. ეს მისი პირველი კომენტარია პოსტის დატოვების შემდეგ " მივდივარ ფრონტზე, მზად ვარ ნებისმიერი რეპრესიისთვის. მე პატიოსანი და წესიერი ადამიანი ვარ. დამამცირეს და არ დაიცვეს ჩემი ღირსება მიუხედავად იმისა, რომ კიევში ვარ 2022 წლის 24 თებერვლიდან. ამიტომ არ მინდა პრობლემები შევუქმნა ზელენსკის და მივდივარ ფრონტზე"-წერს ერმაკი. მისივე თქმით, ამაზრზენია სიბინძურე მისი მისამართით, მაგრამ უფრო ამაზრზენია მხარდაჭერის არარსებობა "იმ ხალხის მხრიდან, ვინც სიმართლე იცის". უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი იერმაკმა, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მისი სახლი კორუფციის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს თავიდან აიცილოს სიტუაციის გარშემო „ჭორები და სპეკულაციები“. „მადლობელი ვარ ანდრეისი იმისთვის, რომ მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციას ყოველთვის ზუსტად ისე წარმოაჩენს, როგორც ეს უნდა იყოს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა ერისადმი ვიდეომიმართვაში. ზელენსკიმ დასძინა, რომ გარე გამოწვევებისა და ომის ფონზე, უკრაინამ შიდა სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს. ანდრეი იერმაკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინაში შეერთებულ შტატებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში. ის ამ კონსულტაციებზე უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ახლა, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ამერიკულ მხარესთან მომავალ მოლაპარაკებებში უკრაინას წარმოადგენენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)