|
2025-11-28 11:21:19, 5182 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი ნაცი რაღაცას თუ გააპროტესტებს
„რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ სახელმწიფო ბოლო წლებში ამ მიმართულებთ უამრავ კარგ საქმეს აკეთებს?!“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, არაფერია იმაში ცუდი, რომ ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა თავისი სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც გადაუხადა. „ცუდი რა არის იმაში, როდესაც სპორტსმენი გამოხატავს მადლიერებას სახელმწიფოს მიმართ. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ სპორტის მიმართულებით ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის შედეგები რაც მივიღეთ კალათბურთში, ფეხბურთში, ძიუდოში ან სპორტის სხვა სახეობებში, ეს შემთხვევით მოვიდა? ეს ყველაფერი არის ზუსტად იმის შედეგი, რომ სპორტსმენებმა იშრომეს თავდაუზოგავად, მათთვის შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პირობები. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისთვის. მაგალითად, ფეხბურთელი რომელიც საზღვარგარეთ რომელიმე კლუბში თამაშობს და თავის ნაკრებში სათამაშოდ ჩამოდის, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე - როგორ აჩვენოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები. გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი ნაცი რაღაცას თუ გააპროტესტებს. საბედნიეროდ, მსგავსი ადამიანები არიან უმცირესობაში. ხოლო ქვეყნის უმრავლესობა რეალურად ხედავს, რა ხდება, რა პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ლიბერალური ფაშიზმი მსოფლიოში მარცხდება და რა თქმა უნდა, დამარცხებულია საქართველოშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)