|
2025-11-27 10:41:40, 1729 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის - AI სტიპენდიის შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- AI სტიპენდია შეიქმნა. ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი. აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და პარტნიორი აკადემიების წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე AI -ით დაინტერესებულმა ქალმა მიიღო. ინფორმაციისთვის, სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა:
რაც შეეხება ბანკის პარტნიორ აკადემიებს, რომლებიც ჩართული არიან ამ სასტიპენდიო პროგრამაში, სია ასე გამოიყურება:
საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)