|
2025-11-26 12:13:40, 1066 ნახვა
პოლიტიკა
BLOOMBERG: უიტკოფი უშაკოვს რჩევებს აძლევდა, თუ როგორ უნდა ესაუბრა პუტინს ტრამპთან
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წამომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, გასულ თვეში კრემლის მაღალჩინოსან იური უშაკოვს უთხრა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთს უნდა გადაეცეს დონეცკი და, შესაძლოა, მოეწყოს დამატებითი ტერიტორიული გაცვლა, - ამის შესახებ Bloomberg-ი მათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე დაყრდნობით წერს. 14 ოქტომბრის ხუთწუთიან ზარში უშაკოვი პუტინის უმაღლესი საგარეო პოლიტიკის მრჩევლის სტატუსით მონაწილეობდა. „მე და შენ ვიცით, რა იქნება საჭირო მშვიდობის მისაღწევად: დონეცკი და, შესაძლოა, სადმე მიწის გაცვლა. მაგრამ მოდი, ასეთ ფრაზებს თავი ავარიდოთ და უფრო იმედიანად ვილაპარაკოთ, რადგან ვფიქრობ, შეთანხმებამდე მივალთ“, – ამბობს უიტკოფი ჩანაწერის მიხედვით. საუბრის დროს ტრამპის წარმოამდგენელი ტაქტიკურ რჩევებსაც იძლეოდა - როგორ და როდის უნდა აეწია პუტინს „საერთო ჩარჩოს“ შემუშავების თემა ტრამპთან. უშაკოვმა უიტკოფს ჰკითხა, იქნებოდა თუ არა "სასარგებლო" პუტინისთვის, ტრამპთან დაერეკა. უიტკოფმა უპასუხა, რომ დიახ, და ასევე ურჩია პუტინს, მიელოცა ტრამპისთვის, ღაზას საკითხზე ცოტა ხნით ადრე მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება და ეთქვა, რომ რუსეთმა მხარი დაუჭირა ამას. უშაკოვის თქმით, პუტინი ტრამპს მიულოცავდა და განაცხადებდა: „ბატონი ტრამპი ნამდვილი მშვიდობის კაცია“. დონალდ ტრამპი Bloomberg-ის მიერ მოპოვებულ სატელეფონო ჩანაწერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ეს მოლაპარაკებების ძალიან სტანდარტული ფორმაა".
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)