|
2025-11-20 15:07:34, 1085 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: სამარცხვინოები არიან ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებებით და მესიჯებით, რასაც ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ვისმენთ
„ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს ლანძღავს, სამარცხვინოები და გაბოროტებული ადამიანები არიან, რომლებსაც არც ქვეყნის და მათ შორის არც ნაკრების წარმატება არ უხარიათ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ბოლო დღეებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არასწორია, რადგან, მისი თქმით, ამ ფეხბურთელებმა ქართული ფეხბურთი განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანეს. „სამარცხვინოები არიან ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებებით და მესიჯებით, რასაც ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ვისმენთ. ისინი უპირისპირდებიან ყველას და ყველაფერს, ვინც მათ გევრდით არ დგას. ერჩიან ყველას, შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ, ლანძღავენ. ჯანსაღი საზოგადოება რეალურად ანალიზს აკეთებს და კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. 300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან. მათ ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები და წარუმატებლები არიან. ამიტომ ერჩიან წარმატებულ ხალხს, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებს. ამ ხალხს არც ადრე უხაროდათ ჩვენი ნაკრების წარმატება და გამარჯვებები. ისინი გაბოროტებულ დაჯგუფებას წარმოადგენენ და ქვეყნის ყველა წარმატებას ებრძვიან.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, არის როგორც წარმატებული თამაშები, ასევე წარუმატებელიც. სხვანაირად შეუძლებელია. ეს ფეხბურთია და ყოველთვის ვერ მოიგებ. თუმცა, ჩვენ ჩვენი გუნდი და ჩვენი ბიჭები, წაგებისა და მოგების მიუხედავად, გვიყვარს, პატივს ვცემთ. ისინი არიან ახალგაზრდები, ვინც ქართული ფეხბურთის სიყვარული დააბრუნეს და განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანეს. ყველანი უბედნიერესები ვიყავით, როდესაც ისტორია დაიწერა და ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შემდეგ წელს გუნდმა რამდენიმე თამაში რომ წააგო, ამის გამო ფეხბურთელები ლანძღო და შეურაცხყოფა აყენო, სწორი არაა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)