|
2016-03-25 14:43:45, 1254 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ და წითელმა ჯვარმა ერთობლივი „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ ტრენინგი ჩაატარა
სამხედრო ინსტრუქტორებმა „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ კურსი დაასრულეს. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 2016 წლის თანამშრომლობის სამუშაო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. სასწავლო კურსს უშიშროებისა და სამხედრო ძალებთან მუშაობის დარგში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული ექსპერტი სამხრეთ კავკასიაში გია თორაძე უძღვებოდა. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, „შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის“ საფუძვლები გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის იმ ოფიცრებმა შეისწავლეს, რომლებიც საბრძოლო და სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმარების პროცესში არიან ჩართულები. მოგვიანებით, კურსდამთავრებულები მსგავს ტრენინგებს სამხედრო ქვედანაყოფებში ჩაატარებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი დღის განმავლობაში სამხედრო ინსტრუქტორებმა სამოქალაქო მოსახლეობასთან მოქცევის, სამხედრო ტყვეებთან დამოკიდებულებისა და ბრძოლის დროს იარაღის გამოყენების წესების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რეკომენდაციები მოისმინეს. ყურადღება, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მუშაობის პრინციპზე და საომარი მოქმედებების რაიონში დაშვების საკითხზე გამახვილდა. სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, მსგავსი ტიპის კურსები სამხედრო ინსტრუქტორებისთვის რეგულარულად ტარდება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)